суббота, 22 ноября 2014 г.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი აერთიანებს სამ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის: რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და ცენტრალური კავკასიონი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო, სამხრეთით  იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმის ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით კი იმერეთი მდებარეობს. ქვემო სვანეთი მოიცავს ცხენისწყლის ზემო დინებას. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან  რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი ესაზღვრება.