რაჭა-ლეჩხუმ
ქვემო სვანეთი
პრობლემები-გადაჭრის
გზები
ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები
ძაღლი არ ჰყეფს,ძაღლი არ ჰყეფს, ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!
ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო,
- გაფიცებდი
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი!
დაიხსომე
ასი წლის წინ გეძახოდი
დაიხსომე
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
/მურმან ლებანიძე/
რაჭა-ლეჩხუმ
ქვემო სვანეთის რეგიონი ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია საქართველოში. მართალია, ბუნებრივი
მშვენიერება არ აკლია, მაგრამ განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას, რაც თავის
მხრივ, აისახება ამ რეგიონის ეკონომიკაზე. სწორედ დემოგრაფიულმა, ეკოლოგიურმა და სხვა
ყოფითმა პრობლემებმა გადამაწყვეტინა დამეწერა ეს სტატია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი
აერთიანებს სამ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის: რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
ტერიტორიებს. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და ცენტრალური კავკასიონი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო,
სამხრეთით იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის
ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმის ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით
კი იმერეთი მდებარეობს. ქვემო სვანეთი მოიცავს ცხენისწყლის ზემო დინებას. მას ჩრდილოეთიდან
რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი
ესაზღვრება.
რეგიონი მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის
სამხრეთ ფერდობზე და განეკუთვნება მაღალმთიან ზონას. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან
400-4000 მეტრებს შორის მერყეობს.
რაჭაში ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ნოტიო
ჰავაა. აქ ზამთარი არის ცივი და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე და თბილი, ზოგჯერ ცხელი.
სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან ზომიერისაკენ.
ჰაერის აბსოლიტური მინიმუმი დაფიქსირებულია (-270C) ხოლო მაქსიმუმი-
(+360C). ნალექებიც შესაბამისად 1000-1500მმ-დან სიმაღლის მატებასთან ერთად
1600-1800მმ-ს აღწევს. 2000მ-ს ზემოთ ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური
ჰავაა.
ლეჩხუმში ჰავა სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება: ზღვის ნოტიო სუბტროპიკულს ცვლის ზომიერად
ნოტიო და მაღალი მთის ჰავა, რომელსაც მუდმივი თოვლი და მყინვარები განაპირობებს.
ქვემო სვანეთი უქარო, ზომიერად ნესტიანი
ჰავითა და სუსტი ყინვებით ხასიათდება. უცივესი და უთბილესი მთვის საშუალო ტემპერატურები
ლენტეხისათვის შესაბამისად შეადგენს:(-1,80C და +20,10C). ნალექი
მერყეობს 1100-1300 მმ-ის ფარგლებში.
რეგიონი მდიდარია შიდა წყლებით. წყლის
ძირითადი არტერიებია მდინარეები: რიონი და ცხენისწყალი თავიანთი მრავალრიცხოვანი შენაკადებით.
რიონის შენაკადებია: კრიხულა, ლუხუნი, ხეორისწყალი, ღარულა, ჭანჭახი, ქვედრულა, ჯეჯორა
და სხვა. ცხენისწყლის შენაკადებია; ზესხო, ლასკადურა, ხელედურა, ლეკთარეში, ლეუშერი).
რეგიონში მდებარეობს ორი წყალსაცავი: შაორის და ლაჯანურის, რომელთა დანიშნულება წყლის
დონის სეზონური რეგულირებაა.
უმთავრეს ბუნებრივ სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს,
რომელსაც ტერიტორიის 46,6% უკავია. აქ თავმოყრილია მთელ კავკასიონზე გავრცელებული ყველა
წიწვიანი სახეობის მცენარეები, როგორიცაა ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, უთხოვარი და ღვია. ნაძვი
და სოჭი ცენტრალურ კავკასიონზე ზღვის დონიდან 1100-1600 მ.-მდე ქმნის მაღალი პროდუქტიულობის
ხელუხლებელ ტყის მასივებს. 1000-1100მ. სიმაღლემდე გავრცელებულიაფლორისტულად მეტად
მდიდარი ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება ისეთი ძვირფასი სახეობის
ხემცენარეები, როგორებიცაა მუხა, წაბლი, იფანი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, ბალამწარა, პანტა,
მაჟალო და სხვა. წიფლნარები 1100მ-ს ზემოთ ქმნიან
შერეულ კორომებს წიწვოვნებტან ერთად. სუბალპურ ზონაში გვხვდება ლიტვინოვის არყი,
მაღალმთიანი ნეკერჩხალი და კავკასიური ცირცელი.
რეგიონის ტყეები I კატეგორიას მიეკუთვნება.
აქვს წყალმარეგულირებელი, ეროზია საწინააღმდეგო, ზვავშემაფერხებელი და რეკრეაციული
მნიშვნელობა. ტყეებში გავრცელებულია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები:
უთხოვარი, წაბლი, ქართული თხილი და სხვა. რეგიონში
წარმოდგენილია დასავლეთ კავკასიონისათვის დამახასიათებელი მთელი სიმაღლითი სპექტრი:
მთისწინეთისა და ქვედა მთის ტყის მცენარეულობა; საშუალო მთის ტყის წიფლნარი, საშუალო
მთის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყე, ზედა მთის წიფლნარ-ნეკერჩხლიანი; მაღალი მთის სუბალპური
მდელოს და მაღალი მთის ალპური მდელოს; სუბნივალური და ნივალური ზონა.
რეგიონში მისი ბუნების
მრავალფეროვნებისა და უნიკალურობიდან გამომდინარე იგეგმება დაცული ტერიტორიების შექმნა.
რაჭა-ლეჩხუმ
– ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი ფართობია 229 532 ჰა და იგი
მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთის ეროვნულ პარკს, 12 ბუნების ძეგლს და 4 აღკვეთილს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების
პოტენციალის მქონე ტერიტორიას, სადაც გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი განათლება და ბუნებრივი და
ისტორიულ-კულტურული რესურსების გონივრული გამოყენება ჰარმონიულად
იქნება შესაძლებელი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეებიდან 164 კავკასიის ენდემია, 26 - საქართველოს ენდემი, ხოლო 5 - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფლორის
ენდემს წარმოადგენს, რაც ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების
მნიშვნელობაზე მიუთითებს.
საქართველოს
"წითელ
ნუსხაში" შეტანილი სახეობებიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთის ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე გვხვდება უთხოვარი (Taxus
baccata), წაბლი
(Castanea sativa), იმერული
მუხა (Quercus
imeretina), უხრავი
(Ostrya carpinifolia) ) და
სხვა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დაცული
ტერიტორიების ფაუნა
ნაკლებადაა შესწავლილი. განსაკუთრებით მწირია ცნობები უხერხემლოთა შესახებ. დაუზუსტებელი მონაცემებით რეგიონის დაცულ
ტერიტორიებზე გავრცელებულია ძუძუმწოვართა 51 და ფრინველთა 152 სახეობა. საქართველოს
“წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებიდან აქ ბინადრობს: არჩვი
(Rupicapra rupicapra), მურა
დათვი (Ursus
arctos), ფოცხვერი
Lynx lynx) და სხვა.
მდინარე
რიონის სათავეებში მცირე რაოდენობით უნდა ბინადრობდეს ჯიხვის
ორი სახეობა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra
cylindricornis) და
დასავლეთკავკასიური
ჯიხვი (Capra
caucasica). ორივე
სახეობა კავკასიის ენდემია.
ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული ორნითოფაუნიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილია შემდეგი ფრინველები: ბატკანძერი (Gypaetus
barbatus), ორბი
(Gyps fulvus), მთის
არწივი (Aquila
crysaetus), კავკასიური
როჭო (Tetrao
mlokosiewiczi) და
სხვა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი შეიქმნა 1995წ.
რეგიონის ფართობია 4600 კვ.კმ. ქვეყნის ტერიტორიის
6,6%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 46,7 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის
1,04%-ს შეადგენს. მხარეში შედის 258 დასახლებული პუნქტი - 3 ქალაქი, 2 დაბა და
253 სოფელი. მხარის მოსახლეობის 19,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 80,6% სოფლებში.
მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება 238 დასახლება - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის
64(800 მ-ზე ზევით), ონის მუნიციპალიტეტის 63 (1000 მ-ზე ზევით), ცაგერის მუნიციპალიტეტის
53 (1000 მ-ზე ზევით) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის 58 დასახლება (1000 მ-ზე ზევით).
მოსახლეობის სიმჭიდროვე რეგიონის ტერიტორიაზე შეადგენს 10,2 ადამიანს კვ.კმ-ზე. რეგიონში
მოქმედებს ოთხი თვითმმართველი ერთეული: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები.
სამხარეო დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული
- გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ამბროლაურშია განთავსებული. ქ. ამბროლაური
დედაქალაქიდან 280 კმ-ით არის დაშორებული.
რეგიონში შექმნილია რთული დემოგრაფიული ვითარება, რასაც განაპირობებს
როგორც შობადობის დაბალი და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები, რეპროდუქციული ასაკის
მოსახლეობის სიმცირე და აღნიშნულ ასაკში დაუქორწინებელთა დიდი რაოდენობა, ასევე შიდა
და გარე მიგრაცია, რომლის მაჩვენებლები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით
მაღალია. მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა
სამუშაო ადგილების ნაკლებობა, რთული საყოფაცხოვრებო პირობები, სოფლის მეურნეობისთვის
რთული სამუშაო გარემო და სუსტად განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურა. შრომისუნარიანი
მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირითადად, თბილისში, ქუთაისში და საზღვარგარეთ მიემგზავრება.
მიგრაცია უარყოფითად აისახება რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე.
რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია
მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი სალდო.
გავეცნოთ
რეგიონის დემოგრაფიულ მდგომარეობას ისტორიულ ჭრილში:
მხარე
|
თარიღი
|
მოსახლეობის რაოდენობა (ათასი კაცი)
|
შენიშვნა
|
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
|
1770წ.
|
51,2
|
სტატისტიკაში მოცემული მონაცემში გათვალისწინებულია
სვანეთის მთლიანი მოსახლეობა.
|
1897წ.
|
108,2
|
||
1914წ.
|
149,6
|
||
1926წ.
|
120,1
|
||
1939წ.
|
126,2
|
||
1959წ.
|
106
|
||
1989წ.
|
78,6
|
||
2007წ.
|
48,5
|
საქართველოს მასშტაბით დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე
რთული მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში. სადაც 1926-1989 წლებში მოსახლეობა
თითქმის ორჯერ შემცირდა. საქართველოს არცერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში ასე მასიურად
არ მიუტოვებია მშობლიური კუთხე მკვიდრ მოსახლეობას. ეს მით უფრო დასანანია, რომ რეგიონის
სოფლების მეტი ნაწილი მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში მდებარეობს, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია
სახნავ-სათესი მიწებით. ამ მიწების და სხვა ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების
შემთხვევაში, აქ 2-3 ჯერ მეტ მოსახლეობას შეუძლია უზრუნველყოს თავისი თავი სურსათით
და არსებობის სხვა საშუალებებით. სამწუხაროდ რაჭა-ლეჩხუმში იმდენად ფართო ხასიათი მიიღო
მიგრაციამ, რომ რეგიონი სრულ დეპოპულაციას განიცდის - ყოველწლიურად გარდაცვლილთა რიცხვი
ბევრად სჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას. ახალგაზრდობის მასიური წასვლის შედეგად სოფლებში
დარჩნენ თითქმის მხოლოდ ხანდაზმულები, რის გამოც მინიმუმამდე შემცირდა შობადობა, სიკვდილიანობა
კი მკვეთრად გაიზარდა. ამიტომ 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული, ყოველწლიურად
გარდაცვლილთა რაოდენობა სჭარბობს დაბადებულებს. 10 წლის მანძილზე (1979-1989წ.წ.) რაჭა-ლეჩხუმში
დაიბადა 6517 ბავშვი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი შეადგინა 9256, ანუ 2739-ით მეტი
გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. იმავე პერიოდში მუდმივი მოსახლეობის საერთო რაოდენობა
შემცირდა 11612 კაცით, რაც იმის შედეგია, რომ ბუნებრივი გამრავლების შეწყვეტის გარდა,
რეგიონი დატოვა 8873 კაცმა. სწორედ ასეთმა გაძლიერებულმა წასვლამ გამოიწვია ასაკობრივი სტრუქტურის მკვეთრი გაუარესება და ყოველწლიურად
დაბადებულებთან შედარებით გარდაცვლილთა მეტი რაოდენობა. რაც საქართველოს ამ ერთ-ერთ
უმშვენიერეს კუთხეს სრული დაცლის საშიშროებას უქმნის.
ყურადღებას იწვევს ბუნების სტიქიური მოვლენების უარყოფითი
გავლენა მოსახლეობის დინამიკაზე. საკმაოდ ხშირია დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კატასტროფული
მიწისძვრებით გამოწვეული მოსახლეობის დიდი დანაკლისი. ამ მხრივ გამონაკლისს არც რაჭა-ლეჩხუმ
ქვემო სვანეთის რეგიონი წარმოადგენს. ისტორიულ წარსულში არაერთხელ მომხდარა დამანგრეველი
მიწისძვრა, მათ შორის აღსანიშნავია 1350 წლის ლეჩხუმ-სვანეთის მიწისძვრა, 1991 წლის
29 აპრილს მომხდარი რაჭის მიწისძვრა, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა
46000 საცხოვრებელი სახლი, 1000 საწარმო, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი,
1992 წლის ოქტომბერში სოფელ ბარისახოს მიდამოებში. აღნიშნულმა გარემოებამ
სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიწვია რეგიონიდან
მიგრაციული ტალღის წარმოქმნა.
დღეისათვის
რეგიონის სოფლებში აღწამოების პროცესი მეტად არასასიამოვნოდ მიმდინარეობს. სოფლების უმეტესობაში ადგილი აქვს დეპოპულაციას,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მაგალითზე 2013 წლის იანვრიდან
სექტემბრის ჩათვლით:
სოფელი
|
ახალდაბადებული
|
გარდაცვლილი
|
ბუნებრივი
მატების კოეფიციენტი
‰-ში
|
ღები
|
1
|
6
|
-5
|
ჭიორა
|
0
|
3
|
-3
|
გლოლა
|
2
|
5
|
-3
|
ბარი
|
0
|
3
|
-3
|
უწერა
|
2
|
9
|
-7
|
სორი
|
2
|
4
|
-2
|
ლაჩთა
|
1
|
5
|
-4
|
ქრისტესი
|
0
|
2
|
-2
|
პიპილეთი
|
0
|
4
|
-4
|
ნაკიეთი
|
0
|
3
|
-3
|
საკაო
|
0
|
3
|
-3
|
ღარი
|
2
|
4
|
-2
|
კომანდელი
|
2
|
2
|
0
|
ანალოგიური სიტუაციაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მაგალითად
ქ. ცაგერში ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიბადა
214 და გარდაიცვალა 560 ადამიანი. ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე დაიბადა
16 და გარდაიცვალა 192 ადამიანი.
მოსახლეობის დეპოპულაციის პარალელურად იკლებს მოსწავლეთა
რაოდენობა სკოლებში, სადაც სტატისტიკურად ასევე
შემაშფოთებელი მონაცემებია:
სოფელი
|
მოსწავლე
|
მასწავლებელი
|
ონის მუნიციპალიტეტი
|
||
გლოლა
|
18
|
14
|
ჭიორა
|
7
|
8
|
ღები
|
47
|
16
|
უწერა
|
34
|
18
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
|
||
თლუღი
|
18
|
10
|
ჟოშხა
|
4
|
7
|
წესი
|
51
|
15
|
ხოტევი
|
2
|
11
|
ლენტეხი
|
||
მელე
|
22
|
15
|
რცხმელური
|
54
|
22
|
სასაში
|
39
|
20
|
ხელედი
|
63
|
21
|
ცაგერი
|
||
ისუნდერი
|
9
|
12
|
ლაილაში
|
49
|
20
|
ოყურეში
|
53
|
20
|
ნასპერი
|
16
|
11
|
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მთლიანი რეგიონალური პროდუქტი
შეადგენს 107121,5 ათ. ლარს, რომლის უმეტესი წილი (59%) მოდის სოფლის მეურნეობაზე.
ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის ხვედრითი წილი არის 0,9%.
მხარეში შრომითი
რესურსი შეადგენს 23,8 ათ. კაცს რაც მოსახლეობის 49%-ს შეადგენს. მოსახლეობის 20 % დაუსაქმებელია,
ხოლო დასაქმებულია 80%. დასაქმებულთა რიცხვში
დიდი ხვედრითი წილი უჭირავს თვითდასაქმებულებს (63%), ეს არის ძირითადად სოფლის მოსახლეობა.
რეგიონში ძალზე მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები. 2012 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 12,3 ათასი ოჯახი, რომელთაგან შემწეობას იღებდა 7,2 ათასი ოჯახი. ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს რეგიონებს შორის ბოლო ადგილს იკავებს. ღარიბ მოსახლეობას შორის, ყველაზე მეტია 40-60 წლებისა და 70 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფის წილი. ამასთან, ამ უკანასკნელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. ეს მაჩვენებლები ნათლად ასახავს რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, როგორც დასაქმების, ისე დემოგრაფიის მხრივ.
რეგიონში ძალზე მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები. 2012 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 12,3 ათასი ოჯახი, რომელთაგან შემწეობას იღებდა 7,2 ათასი ოჯახი. ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს რეგიონებს შორის ბოლო ადგილს იკავებს. ღარიბ მოსახლეობას შორის, ყველაზე მეტია 40-60 წლებისა და 70 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფის წილი. ამასთან, ამ უკანასკნელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. ეს მაჩვენებლები ნათლად ასახავს რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, როგორც დასაქმების, ისე დემოგრაფიის მხრივ.
რეგიონში ირიცხება
საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღები 10,9 ათასი პირი, რაც მოსახლეობის 23,4%-ს შეადგენს
და ბევრად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (19,05%), ამ მაჩვენებლით რეგიონი
ქვეყნის მასშტაბით ბოლო ადგილზეა.
მოსახლეობის რიცხოვნობის კლება და დაბერება არის რეგიონის ერთ-ერთი
უმწვავესი პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ
განვითარებაზე. ამ პროცესის შეჩერება და პრობლემის აღმოფხვრა დიდ სირთულეებთან არის
დაკავშირებული. ქმედითი ზომების მიღების გარეშე, მხარის დეპრესიულ რეგიონად ჩამოყალიბების
პროცესი შეუქცევად სახეს მიიღებს.
მიუხედავად ზემოთ ხსენებული პრობლემებისა (მოსახლეობის დეპოპულაცია, რთული ბუნებრივი
პირობები, ეკონომიკის დაბალი მაჩვენებელი), ჩვენ ქართველები ოპტიმისტებად ვრჩებით და მომავალს
მუდამ ენთუზიაზმით ვეგებებით. საქართველოს ამ ლამაზ კუთხეს გააჩნია მაღალი პოტენციალი,
რათა იგი ამ პრობლემებიდან ამოვიდეს და ქვეყნის
ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად ჩამოყალიბდეს.
რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის
რეგიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოიპოვება
ქვიშა-ხრეში (მარაგი-780 ათ. მ3), გვხვდება კირქვა
(130 ათ.მ3),
ქვანახშირი (300 ათ. ტონა), თაბაშირი 900 ათ. ტონა), ბარიტი (შეფასებული არ არის),
მანგანუმი(1010 ათ. ტონა) და ოქრო ((შეფასებული არ არის).
მდიდარი
წყლის
რესურსების
გათვალისწინებით,
რეგიონს
საქართველოს
ჰიდროენერგეტიკისთვის
სტრატეგიული
მნიშვნელობა
ენიჭება.
რეგიონში
ენერგეტიკის
ძირითადი
ობიექტებია
ორი
ჰიდროელექტროსადგური:
ამბროლაურში
რიცეულაჰესი
6,1 მგვტ
სიმძლავრით
და
ცაგერში
ლაჯანურჰესი
112,5 მგვტ
სიმძლავრით. დაგეგმილია არაერთ ჰესის მშენებლობა, რომელიც გარანტია დამათებითი შემოსავლებისა
და ადგილობრივთა დასაქმებისა. რეგიონში არსებული წყალსაცავები და მთის ცივი მდინარეები
ხელსაყრელია მეთევზეობის მეურნეობის განვითარებისათვის.
რეგიონი მდიდარია ბუნებრივი
წყაროებით: კურორტ უწერაში 28 სახის მინერალური წყალია, რომელიც
მდიდარია კალიუმით, რკინით, ბორით და იოდით. შოვში 16 სახის მინერალური წყაროა, ისინი
ქიმიური შემადგენლობის პირველი ტიპისაა, შეიცავს კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს.
გამორჩეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის წყლები, განსაკუთრებით ლაშიჭალას სამკურნალო ბალნეოლოგიური
და ძუღურის მინერალური წყალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ალპანის, ახალჭალის, ლაძგვერიის და უსახელოს
მინერალური სამკურნალო წყლები.
რეგიონი მდიდარია ტყის რესურსებით, რომელსაც მაღალი
თვითაღდგენის უნარი გააჩნია. გლობალური დათბობის პირობებში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს
და მაღალმთიან ტყეების მიმართ რეკრეაციული თვალსაზრისით მკვეთრად იზრდება მოთხოვნები
მსოფლიო მასშტაბით რაც მხარისათვის მეტად პერსპექტიულია.
რეგიონი მდიდარია კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლებით.
ოთხივე მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი ასეთი ძეგლია, რომელთა შორის აღსანიშნავია: კვახშიეთი
(ანტიკური ხანა), თაბორი(ფერისცვალების ციხე-კოშკი V-VIსს.), ისუნდერი(ღვთისმშობლის
ეკლესია XIXს.), ჩიხარეში (ეკლესია „ოქონი“X-XIსს.), მრავალძალი (XIIს), ნიკორწმინდა
(1014წ), ბარაკონი და სხვა.
რეგიონში
ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში ზემოთხსენებული ბუნებრივი სიმდიდრეები (კურორტები,
ტყე, კულტურული ძეგლები) მიიზიდავს უამრავ უცხოელ ტურისტს, რაც გარანტია იმისა რომ
ეს მხარე გამოცოცხლდეს, მოსახლეობა დასაქმდეს და დეპოპულაციის პროცესი შეიცვალოს მოსახლეობის
მომრავლებით.
რეგიონში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე
დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, ფინანსების
არასათანადო ხელმისაწვდომობა, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, მიმღები და გადამამუშავებელი
საწარმოების სიმცირე.
რეგიონს გააჩნია
განვითარების პერსპექტივები სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც, რომელიც ეკონომიკის
წამყვანი დარგია. აქ შემდეგი დარგებია
განვითარებული, მევენახეობა, მემარცვლეობა, მეხილეობა და
მეცხოველეობა. რეგიონში სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობა
112
259 ჰა შეადგენს, რომელიც განაწილებულია როგორც ოჯახების კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში. რეგიონში ვენახები გაშენებულია
1 674 ჰა‐ზე,
აქედან მევენახეობას მისდევენ ძირითადად
ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. ცნობილია
ღვინო “ტვიში”
რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მზადდება.
მუნიციპალიტეტებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოყვანილი ყურძნიდან დამზადებული
ღვინოები კარგადაა ცნობილი
ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის
ხვანჭკარა
- სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს.
ამბროლაური-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი ჩორჯო, მეორე
ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ამბროლაურიდან 14 კილომეტრი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 667 ადამიანი. “ხვანჭკარა” უმაღლესი
ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა. იგი ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის
ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ღვინო “ხვანჭკარა” ლალისფერი შეფერილობით ხასიათდება,
მისი – ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და
ჯიშური არომატით . პირველად მსგავსი
ღვინო 19 –ე საუკუნეში თავადმა ყიფიანებმა აწარმოეს და “ყიფიანების ღვინის” სახელით
ქუთაისის ბაზარზე იყიდებოდა, რომლის ეტიკეტებიც შემორჩენილია. შემონახულია ასევე მედალი,
რომელიც “ყიფიანების ღვინომ” ბელგიაში მიიღო. როდესაც ცუდი ამინდები უწევდა, ყიფიანები
კრეფდნენ ყურძენს, დაკრეფილ ყურძენს აშრობდნენ, რომ შემჭკნარიყო და ბუნებრივად ნახევრად
ტკბილი ღვინო დამდგარიყო. ღვინო
ტრადიციული ტექნოლოგიით მზადდება – ჭაჭაზე დადუღებითა და ალკოჰოლური დუღილის შეჩერებით,
სადაც შაქარი შეადგენს 3-5გ/ლ-სა და ალკოჰოლის მოცულობითი პროცენტი – 11-13%-ს. ღვინო
რჩება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. მევენახეობის განვითარების კუთხით აუცილებელია
რეგიონის ხელისუფლების მობილიზება
რათა რაჭა-ლეჩხუმი ჩართული იქნას ღვინის ტურიზმის მარშრუტებში.
რეგიონი
გამოირჩევა მეხილეობით. იგი ცნობილია ეკოლოგიურდ სუფთა ვაშლით. ბევრია კაკალი, რომელზეც
დიდია მოთხოვნილება ქვეყნის მასშტაბით. ასევე მოჰყავთ კარტოფილი და პარკოსნები.
რეგიონს
აქვს მაღალი პოტენციალი მეფუტკრეობის განვითარების კუთხით, რომელზეც დიდია მოთხოვნილება,
მაგრამ პრობლემას წარმოადგენს გასაღების ბაზარი, რომელსაც სჭირდება ხელისუფლებისაგან
დახმარება, რათა ქართული თაფლი აღმოჩნდეს უცხოეთის ბაზარზე.
მეცხოველეობა
რაჭა‐ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის მეურნეობის ტრადიციული დარგია. მუნიციპალიტეტის
დიაგნორსტიკური ანგარიშებით ჩანს რომ ერთ საოჯახო მეურნეობაში მსხვილფეხა
საქონლის სულადობის მიხედვით ლიდერობს ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ხოლო მთლიანად საქონლის სულადობით ლიდერია
ცაგერის მუნიციპალიტეტი და ეს მაშინ როცა მას ყველაზე მცირე საბალახო და სათიბი ფართობები აქვს რეგიონში. საბალოხებისა და სათიბების ოდენობით ყველაზე მდიდარია ონის მუნიციპალიტეტი. ცაგერის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საქონლის მაღალი
სულადობა შეიძლება კომლთა რიცხოვნებით აიხსნას, თუმცა, იგივე ონისა და
ლენტეხის მუნიციპალიტეტების შედარება ცხადყოფს, რომ მარტო კომლთა
რიცხოვნება არ გახლავთ განმსაზღვრავი ფაქტორი. ორივე ამ მუნიციპალიტეტს, თითქმის თანანაბარი რაიდენობის კომლები ჰყავთ, თუმცა საქონლის
სულადობა ლენტეხში ორჯერ მეტია ვიდრე ონში, ხოლო სათიბი სამჯერ
და საძოვარი კი 2 ჯერ ნაკლები, ამ მოვლენის ახსნა, შეიძლება იმით, რომ ლენტეხს უფრო
იოლად მიუწვდება ხელი ქალაქ ქუთაისის გასაღების ბაზარზე და შესაბამისად
საოჯახო მეუნეობებს აქვთ სულადობის გაზრდის მოტავაცია, მაშინ როდესაც
ონში საოჯახო მეორნეობები რძესა და ხორცს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. შესაბამისად, მესაქონლეობის
განვითარების პერსპექტივა უფრო გამოკვეთილია ონსა და ლენტეხში,
სადაც მეცხოველეობა მეურნეობის უმთავრესი დარგია და სადაც ყველაზე მეტია საძოვრები და სათიბები.
რეგიონის
ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია შექმნილი.
რეგიონი კარგადაა დაფარული საჯარო სკოლების ქსელით. ბევრი შენობა-ნაგებობა განახლებას საჭიროებს. რეგიონს ასევე აქვს მაღალი
პოტენციალი, რათა აშენდეს მინი საკონსერვო ქარხნები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა
დასაქმდ
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო
სვანეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია. მიუხედავად ბუნებრივი რესურსებისთ
სიმდიდრისა, ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისა,
რეგიონის განვითარება ჯერ კიდევ სუსტია. მაღალია მიგრაცია, სახეზეა მოსახლეობის დაბერება
და სამუშაო ძალის დეფიციტი.
ბოლო წლებში ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს
მიაღწიოს გარდატეხას რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებით, რამდენიმე
ათეული მილიონი იხარჯება კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის და განათლების
ობიექტების რეაბილიტაციაში. მნიშვნელოვანი თანხები მიემართება სოფლის პროდუქციის
სუბსიდირებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღებისთვის. ცენტრალური
ხელისუფლების მიერ განხორციებული პროექტების შედეგიანობის გაზრდისათვის აუცილებელია
რეგიონის განვითარების მწყობრი, შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგიის არსებობა, სადაც გამოკვეთილი იქნება რეგიონის
ხელისუფლების როლი, მუნიციპალიტეტების ამოცანები და ცენტრალური ხელისუფლების
ვალდებულებები. ეს გეგმა უნდა ემყარებოდეს მეურნეობის ისეთი ტრადიციული
დარგების დივერსიფიკაციას როგორიცაა მეცხოველობა. გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს განვითარების
ახალ ორიენტირების, როგორიცაა ტურიზმი და ორიენტირებული იყოს კატასტროფების
რისკის შემცირებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. დიდი სურვილი მაქვს რომ
ეს მშვენიერი მხარე მალე ვიხილო აღორძინებული, ეკონომიკა განახლებული და რაც მთავარია
დაიწყოს მოსახლეობის ბუნებრივი მატების პროცესი...
გამოყენებული ლიტერატურა:
6) ჯაოშვილი ვახტანგ - საქართველოს მოსახლეობა
; გამომცემლობა „მეცნიერება“ 1996
Комментариев нет:
Отправить комментарий