რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი აერთიანებს სამ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის: რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და ცენტრალური კავკასიონი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო, სამხრეთით იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმის ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით კი იმერეთი მდებარეობს. ქვემო სვანეთი მოიცავს ცხენისწყლის ზემო დინებას. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი ესაზღვრება.
Комментариев нет:
Отправить комментарий